воскресенье, 1 июля 2018 г.

...ვიცი გიყვარდი... რამ შეგცვალა, ვერ გამიგია... და შენი გული ყინულივით რამ გააცივა? ნუთუ დაგტოვა ემოციამ, გრძნობა გაფრინდა, და გულგრილობამ დაგიმონა, გული გაყინა... ? ვიცი, არ გტკივა შენ ჩემსავით, გული არ გტკივა... სალი კლდესავით დღეს ცივია შენი თვალები... სითბოს ნაპერწკალს შენში ვეძებ? ვერ მიპოვია... ნუთუ შენა ხარ? ვერ მიცვნიხარ.... სხვაში მეშლები?... სხეული - შენი...მაგრამ სული, მე რომ მიყვარდა,  ნეტავ სად არის? ვეძებ...ვეძებ...ვერ მიპოვია... ვფიქრობ დაგტოვა...ჩემს ძებნაშია, ის ერთგულია... მარტო სხეული, სულის გარეშე, ნეტა რად მინდა?... /ლალი ჩხეიძე/


Комментариев нет:

Отправить комментарий