четверг, 5 июля 2018 г.
ივნისის დილა მეხუტება მკერდში ბავშვივით, მერე კი გულზე უნებურად მიჭერს მარწუხებს, მახსენებს მას, ვინც ამ გულიდან უკვე გავუშვი და ჩემს თვალებში მონატრებას ისევ აბრუნებს. ვინც მიღალატა, მათ ვერაფერს ვეღარ ავუხსნი, მათ, ვინც უეცრად ჩემს ცხოვრებას მახე დაუგეს, ჩემი ცრემლების საფასურს კი წარსულს ჩავუთვლი, წარსულს, რომელთან დაბრუნებას აღარ დავუშვებ. ვერ შევიძულებ ვერცერთ მათგანს, არ შემიძლია და გულში ვტოვებ იმ სიყვარულს, რომ ვერ გაუგეს, გულში, რომელსაც ვეღარასდროს შეეხებიან, რადგან სიყალბეს ერთგულების ფიცი დაუდეს. ნდობადაკარგულ სინანულში ცრემლი ღვივდება, მტკივა სიმძიმე სიყვარულის სხვას რომ დაუთმეს, მე მეჩვენება, რომ მარტო ვარ მრავალთა შორის და ვშიშობ ჩემს სულს ბოლო სიმიც რომ არ ჩაუწყდეს. განთიადის მზე მიხუტებს და თვალებს მიკოცნის, ალბათ უნდა, რომ ჩემს სიყვარულს გული გაუთბეს, ღიმილს მჩუქნის და მეც ვიღიმი სავსე იმედით, რომ ვინც შემომრჩა არ დამთმობს და ჩემს გულს გაუგებს. წამი წამს მისდევს და კალამი ისევ ივსება და ჩემი ფიქრი სტრიქონებში იმედს აბრუნებს, მე მისი მჯერა და ვიცი, რომ იმ ცას მისწვდება, რომელიც ჩემს გულს ასე ნანატრ ნატვრას აუხდენს...
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий