воскресенье, 24 июня 2018 г.

როგორ ძნელად იფურცლება კალენდარი, როგორ ძნელად ილევიან წლები. ფიქრით ვდგევარ დღის და ღამის გასაყართან, ვხედავ როგორ მითეთრდება თმები. გული კვნესის, სული კვნესის მონატრებით, მონატრებით იფერფლება დღენი... უგზო-უკვლო მიმაქროლებს ეს ცხოვრება, მიმაქროლებს ჩემი ბედის ცხენი! ჩემი გული მონატრებით დაილია, მონატრებას დაუცვივდა ფრთები... ველოდები, უსაშველოდ ველოდები, გამოჩნდება დაბრუნების გზები?! და როდესაც დავბრუნდები ჩემს მიწაზე, ჩამიხუტებს როს სამშობლო ჩემი, დავიჩოქებ, უფალს ვეტყვი დიდ მადლობას, რომ მეღირსა ისევ ნახვა შენი. კი არ მიდის, მიზოზინებს აქ დღეები, აქ არ მიქრის, მიღოღავენ წლები... წუთებსა და წამებს ვითვლი მოთმინებით, დაბრუნების მონატრებით ვთბები! ჩემი გული მონატრებით დაილია, მონატრებას დაუცვივდა ფრთები, როგორ ძნელად იფურცლება კალენდარი, როგორ ძნელად ილევიან წლები ....!!!


Комментариев нет:

Отправить комментарий