вторник, 26 июня 2018 г.
გადამიფიქრე.... მაშინ უბრალოდ მზერამ გაგყიდა, (ვიცი ათასი რამე იფიქრე)... და როგორც ფარჩა თეთრი დახლიდან, მომიწონე და .... გადამიფიქრე, მერე ხან გძულდი, ხანაც გიყვარდი, შავ თეთრ კლავიშებს გავდა განცდები, და მეც სითბოს და ტკივილს ვიტანდი, მუზის ქარ ცეცხლში ნაშარბათევი, ახლა უშენოდ ფასი სიცოცხლის, ვშიშობ სტრიქონში არსად წამომცდეს, მე და ეს ლექსიც ერთ გროშს ვიწონით როცა მეტი ვართ ამ სამყაროზე, თითქოს ცრემლებიც წვიმამ წამართვა, ღამეს უცრემლოდ უნდა ვუთენო, რადგან, წარსული უნდა დაგარქვა, შენ, ჩემს ფიქრებში ნასათუთებო, _ოდესღაც, ალბად, წერაც დამღლის და ეს ცაც შეიმჩნევს შუბლზე ნაკაწრებს, და როგორც ფარჩა თეთრი დახლიდან, მომიწონებ და ვიღაც დაგასწრებს...
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий