четверг, 25 мая 2017 г.

გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს


1 комментарий:

  1. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია
    ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს.

    ამაღლების დღესასწაული აღდგომიდან მე-40 დღეს,
    მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.
    ამ დღესთან დაკავშირებით,
    ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.
    წმიდა სახარების მიხედვით,
    აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში,
    ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა
    და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
    ის მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“,
    რომლებიც მაცხოვრის აღდგომამდე
    მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.
    აღდგომიდან მე-40 დღეს, გალილეიდან იერუსალიმში
    დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ.
    აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილებს
    აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა,
    არ განშორებოდნენ იერუსალიმს.
    ქრისტემ მოწაფეები გამოიყვანა ბეთანიის
    მიმართულებით, ელეონის მთაზე,
    შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და
    შეკრებილები აკურთხა.
    კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ
    და ზეცად ამაღლება იწყო,
    მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
    ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ,
    მათ თეთრად შემოსილი ორი
    კაცი ეჩვენა, რომლებმაც უთხრეს,
    რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

    ОтветитьУдалить