четверг, 29 сентября 2016 г.
მონატრება სულს ლანდებად დასდევს ვერა და ვერ გავექეცი ფიქრებს, აჩრდილები ისევ შენი დამდევს, სასთუმალთან შენი სუნთქვა მიდევს! სიზმრები და ხეტიალი შენთან, ღამე დილას გადაბმული ერთად, მენატრება ის სიცელქე დღეთა, შენი ჩუმი სევდიანი მზერა. მთვარის შუქზე უხმოდ სიარული, გული გულს რომ უსმენდა და გრძნობდა, თვალზე თითქმის მოდებული რული ეს ხომ იყო უჩვეულო გრძნობა! ჩვენთან დუმილს სულ სხვა როლი ჰქონდა, ყველაზე დიდ სათქმელს ის ამბობდა. ეს სიტყვები ვერ აწყობდნენ ფრაზებს, ამიტომაც შევცქეროდით თვალებს. ისინი კი მეტყველებდნენ სწრაფად, უთქმელი არ დარჩენიათ რამე, შუაღამე გვისრუტავდა ხარბად, ბედნიერ წყვილს იყო ერთი ღამე. /მონატრება სულს ლანდებად დასდევს, ვერა და ვერ გავექეცი ფიქრებს, აჩრდილები ისევ შენი დამდევს, სასთუმალთან შენი სუნთქვა მიდევს!
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)

Комментариев нет:
Отправить комментарий