воскресенье, 21 августа 2016 г.
უნდა წავიდე უნდა წავიდე შენთან დარჩენას აღარ ვაპირებ, სულ მარტოდ დავრჩი გამოვიკეტე გულის კარები, ჩვენი წარსული რაც ჩვენში იყო აღარ მაღელვებს, ქარმა წალეკა რაც გულში მქონდა სადღაც ნაგდები.. ჩვენი შეხვედრის გახსოვს ის წლები მოგონებები, მთელი გრძნობები გაცვდა გაცივდა სადღაც გაიყო, დღეს მარტოდმარტო შენი სიშორით დავეხეტები, თუმცა ვეღარ ვგრძნობ თურამ გაგვაჩნდა ისე გადახმა.. მე გამახსენდა ერთი შეხვედრის ტკბილი საღამო, გახსოვს? იმ ღამით შეუბრალებლად როგორ გაწვიმდა, თავი შევაფარეთ თვალში ცრემლებით მაშინ სიყვარულს, დღეს კი ეს გრძნობა მოკვდა გაცივდა წარსულს ჩაბარდა.. მე ბოდიშს გიხდი თუ ამ გრძნობებში გადაგეკარგე, ნუთუ ვერ ხვდები რომ ყველაფერი შენი ბრალია, შენმა სიცივემ მე მაგრძნობინა ჩემი სისუსტე, მარტოდ დამტოვა მონატრებული ღმერთის ანაბრად.. მე შენგან ისე ბევრი ტკივილი გადავიტანე, მე დღეს არ ვნანობ ამ განშორებას უკვე არაფრად, ასე ინება ბედმა განგებამ ჩვენ დაგვაშორა, იცოდე მხოლოდ შენი გრძნობები არასოდეს არ შემილახავს.. უნდა წავიდე შენთან დარჩენას აღარ ვაპირებ, სულ მარტოდ დავრჩი გამოვიკეტე გულის კარები .. / მერაბ სალუქვაძე /
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий