вторник, 23 августа 2016 г.

შენი სიშორით ............. მივიწყებულს და შენგან მშფოთვარეს ჩვენი შეხვედრა ვერაფრით აცდა, ვდგავარ და ვილტვი ისევ შენამდე, ნუთუ ეს გზები სიშორით ჩაქრა .. რისთვის მოვედი, ან რა მინდოდა? შენი სურნელი დიდ ქარებს წაჰყვა, ჩამქრალ კერასთან სულ მარტოდმარტო, ჩემი ფიქრები მაგ შენს გულს გაჰყვა.. იკვებებიან ჩრდილის ქვეშ დრონი, რტო შეხმობია ირგვლივ ტალავერს, მიტოვებული სახლის კედლები სევდას დუმილში ვეღარ ფარავენ.. იქ სადღაც ისმის მიწის გუგუნი, სახლთან სიცოცხლის იქმნება კერა, მე ალბათ ისევ, სულ მარტოდმარტო, კიბეს ავივლი უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ, დამთავრდა ლხენა.. 22.08.2016 / მერაბ სალუქვაძე /


Комментариев нет:

Отправить комментарий